LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 351%-ით გაიზადა

77
ფული

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2 მლრდ 814 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელსაც ($2.35 მლრდ) აჭარბებს.

ფულადი გზავნილების ზრდის ძირითადი წყარო რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც 9 თვეში საქართველოში გადმორიცხული თანხების 40.34% მოდის. რუსეთიდან გადმორიცხული თანხის ჯამური მოცულობა 1 მლრდ 135 მლნ დოლარია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 3-ჯერ მეტი ფულადი გზავნილი მიიღო, ვიდრე ჯამურად 2021 წელს.

უწყების ცნობით, 2022 წლის სექტემბერში საქართველომ 387.2 მლნ აშშ დოლარის (1 103.5 მლნ ლარი) ფულადი გზავნილი მიიღო, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინა თვეების მსგავსად, სექტემბერშიც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. გასულ ერთ თვეში რუსეთიდან 174 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდა 351%-ია. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მონაცემებით, რუსეთზე მთლიანი გზავნილების 45% მოდიოდა.

10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

რუსეთის ფედერაცია – $173.94 მლნ / წლიური ზრდა 351%;
იტალია – $36.29 მლნ / ზრდა 7%;
აშშ – $28.68 მლნ / ზრდა 17%;
საბერძნეთი – $18.45 მლნ / წლიური კლება 8%;
ყირგიზეთი – $18.12 მლნ / ზრდა 417%;
ისრაელი – $16.44 მლნ / ზრდა 7%;
გერმანია – $15.92 მლნ / ზრდა 47%;
ყაზახეთი – $10.13 მლნ / ზრდა 72%;
თურქეთი – $9.82 მლნ / კლება 1%;
სომხეთი – $8.98 მლნ / ზრდა 677%.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობას, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა.