ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით, ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით, ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) – იტალიიდან.
2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6% (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) – იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.