LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესკომპანიების რიცხვი გაორმაგდა

106

გასულ წელს საქართველოში შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესკომპანიების რიცხვი გაორმაგდა. ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნესკურიერში” ბიზნეს კატალოგის ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების განყოფილების უფროსმა ნუცა ოთიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ წლებში არსებული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მცირე ზომის კომპანიები, განვითარების კვალდაკვალ, ერთი წლის შემდგომ საშუალო ზომის კომპანიებად გარდაიქმნებოდა, საშუალო ბიზნესი კი მსხვილ ბიზნესად ფორმირდებოდა, შეიცვალა და 2014-2015 წლების მონაცემებით, ბიზნეს კატალოგში რამდენიმე კომპანიას შეჩერებულის სტატუსიც კი მიენიჭა.

ნუცა ოთიაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის მაჩვენებლით, ბიზნეს კატალოგში სულ 1 157 შეჩერებული კომპანია დაფიქსირდა. მათგან ძირითადი დარგებია სამშენებლო სექტორი, კვების პროდუქტები, რესტორნები, ბარები, დისტრიბუცია და ავტობიზნესი.

2014 წლისგან განსხვავებულია 2015 წლის მაჩენებელი. ნუცა ოთიაშვილის თქმით, 2014 წლის მონაცემები 2015 წელს გაუარესდა და ბიზნეს კატალოგში რეგისტრურებული კომპანიებიდან უკვე  2 123 კომპანიაა სტატუსშეჩერებული. რაც შეეხება დარგებს, პირველ ადგილზე კვლავ სამშენებლო სექტორია.

”საქმიანობის გაგრძელებას, ძირითადად, მცირე კომპანიები ვერ ახერხებენ. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 766 შეჩერებული კომპანია ფიქსირდება”, – განმარტავს ნუცა ოთიაშვილი და ამ ვითარების გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს.

”მცირე ორგანიზაციებს, ფიზიკურად, ფინანსური რესურსი არ აქვთ, რათა კონკურენცია გაუწიონ მათ სექტორში არსებულ საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს. ეს, ძირითადად, ლარის კურსთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნავს ოთიაშვილი.

მისივე თქმით, 2015-2016 წლის მაჩვენებლით, საშუალო კომპანიები მცირე კომპანიებად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები კი საშუალო ბიზნესებად გარდაიქმნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g