LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, შესაძლოა, ტურისტული გადასახადი დაწესდეს

85
67556363-740144449784314-6320033973653209088-n

ქვეყანაში ტურისტული მოსაკრებლის დაწესება განიხილება – ინიციატივით საქართველოს ბიზნესასოციაცია გამოდის, თუმცა მას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი აქვს და ამ ინიციატივის განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან ერთად იგეგმება.

როგორც გადაცემაში „საქმის კურსი“ საქართველოს ბიზნესასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი მარრიმ აღნიშნა, გადასახადის დაწესების შემთხვევაში მთავარი საკითხი აკუმულირებული თანხების სწორად განკარგვა იქნება.

„მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება და რა მიზნებს ემსახურება ტურისტული გადასახადი. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიასაც ჰქონდეს გარკვეული სათქმელი, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ასევე შეეძლოს ამის გაკონტროლება. ეს თუ გახდა სახელმწიფოს დამატებით შემოსავალი, რომლის ხარჯვაც შემდეგ უკვე გაუგებარი იქნება, ამას ალბათ ყველა შეეწინააღმდეგება. ალბათ ყველაზე მისაღები მოდელი იქნებოდა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ორგანიზაციები (DMO-ები), რომელიც შეიქმნა, მათ ხელში იყოს ეს გადასახადი. ამ მიმართულებით უფრო გაკონტროლდებოდა თანხების ხარჯვა“, – განმარტა გიორგი მარრიმ.

მისივე თქმით, ეს თანხა შეიძლება იყოს მიმართული ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების რეაბილიტაციისკენ, ფრენების დაფინანსებისკენ და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები