ხვალ საქართველოში ძლიერ ქარსა და ქარბუქს ელოდებიან, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამ ღამ და ხვალ ზღვაზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
დღეს, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.
18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.
20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.