ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო და ამჟამად, უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსია.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაახლოებით, 15 ათასზე მეტი აპლიკაცია არის შემოსული სოციალურად დაუცველებისგან და 3 ათასს უკვე გაუფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ ეს მასშტაბები. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სულ რაღაც 3 კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერსებზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.