LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება – Galt & Taggart

139
სურსათი

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ბოლო პერიოდში გაძვირებული სურსათი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ამასთან, მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს  FAO-ს მონაცემებით და კლება ან უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება მსოფლიო ბანკის მონაცემებით.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, პოზიტიურია, რომ საქართველოში 2022 წლის ოქტომბრიდან ინფლაციის შენელების ტენდენცია გვაქვს, რომელიც 2023 წლის იანვარში შენელდა 9.4%-მდე 2022 წლის  იანვრის პიკური 13.9%-დან.

“სურსათის ფასებშიც ფიქსირდება შენელება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებშია საქართველოში (მაგალითად საწვავი).

ზოგადად, საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე  ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასებს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უკავია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება 2021 წლის ივლისიდან. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში სურსათის ფასები 9.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ზრდამ 15.0% შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Galt & Taggart-მა ქვეყანაში სურსათო პროდუქტები შეისწავლა და 7 ძირითადი პროდუქტი გამოყო, რომელზეც ფასები კვლავ მაღალი რჩება და ყველაზე დიდი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში. ეს პროდუქტებია:

 

წყარო: საქსტატი, გალტ & თაგარტი
შენიშვნა: პროდუქციის კატეგორიები რანჟირებულია ინფლაციაში წვლილის მიხედვით

 

“ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება. ამ კუთხით დამატებით აღსანიშნავია მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს ევროკავშირის დირექტივის მიხედვით”, – ამბობენ მიმოხილვის ავტორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g