LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თუთის ჩურჩხელასა და ჩირს აწარმოებენ

506

შპს ”ჩირიფრუტი” თუთის ჩურჩხელისა და ჩირის წარმოებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, ადრე ჩურჩხელის თუთის წვენისგან წარმოების ტრადიცია არსებობდა, თუმცა ახლა წარმოების ეს მეთოდი მივიწყებულია.

”ვაპირებთ, ვცადოთ როგორც ჩურჩხელის, ისე ჩირის წარმოება თუთის წვენისგან. ჯერ ამ მიმართულებით მუშაობა არ დაგვიწყია, თუმცა აღნიშნულ პროდუქტს ”ჩირიფრუტი” საკუთარ მომხმარებელს აუცილებლად შესთავაზებს”, –  განაცხადა ჯიქიამ.

მისივე ინფორმაციით, პროდუქტი ბაზარზე საწყის ეტაპზე მცირე რაოდენობით გამოვა,  მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კი წარმადობა გაიზრდება.chirifruti.jpg 5

როგორც ”ჩირიფრუტის” დამფუძნებელმა განმარტა, კომპანია ამ ეტაპზე საახალწლო სასაჩუქრეებზე მუშაობს. ”უკვე დავიწყეთ მზადდება საახალწლო შეფუთვებზე. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ამ კუთხით მსხვილი კომპანიებია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებს აკეთებენ. ამიტომ , სწორედ მათთვის, რამდენიმე სახეობის შეფუთვას შევქმნით”, –  აღნიშნა სოფო ჯიქიამ. მისივე თქმით, ცალკე იქნება როგორც შოკოლადის შეფუთვები, ასევე  გოზინაყის, ჩურჩხელისა და  ჩირების.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ”ჩირიფრუტმა” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტიც გაზარდა და შოკოლადის ჩურჩხელებისა და სტაფილოს ცუკატების წარმოება დაიწყო.

შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის) , ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხროციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები