საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3% შეადგინა.
უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 13.5%-ს და 16.8%-ს შეადგენს.