საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში კი რეანიმაციაში გადაყვანა.
„გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა, მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიება“ – განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება, კუნთების, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე და სხვ.
რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული, 140-მდე შემთხვევა კი საეჭვოა – ზახაშვილი
წინასწარი ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა კვირის ბოლოს შემოვა – გამყრელიძე