LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული, 140-მდე შემთხვევა კი საეჭვოა – ზახაშვილი

107
ხათუნა ზახაშვილი

“როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა, ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ საგანგებო ონლაინპრესკონფერენციაზე გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა და თქვა, რომ 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულდა, მათგან სამი კი ნამდვილად რეინფიცირება აღმოჩნდა.

ზახაშვილის განცხადებით, დღეისათვის კვლევაში  რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული:

“კვლევაში დღეისათვის რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და 3 შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა.

ასევე, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე, რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა, ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს.” – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ონლაინპრესკონფერენციის ფორმატში პასუხობდნენ.

თუ აცრა შემთხვევით მოხდება, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას – ხათუნა ზახაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g