LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „ვეგანურის“ ბრენდით დიეტური, დაბალკალორიული და სასარგებლო კარაქი იყიდება

375
117715648-144814423958693-4079779387062386176-n

ბრენდ „ვეგანურის“ ქვეშ საქართველოში სასარგებლო შოკოლადის კარაქი იწარმოება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მცენარეულ ინგრედიენტებს. ამასთან, კარაქი არის დიეტური, დაბალკალორიული და რაც მთავარია, ბავშვებისთვის რეკომენდირებული.

„შეუკვეთეთ შოკოლადის კარაქი თხილით ჩვენს გვერდზე. შეიცავს მხოლოდ 8 ჯანსაღ ინგრედიენტს: ყავისფერი შაქარი, ქოქოსის ზეთი, ქოქოსის რძე, ორგანული კაკაოს ფხვნილი, უგლუტეინო ფქვილი, ვანილი, ჰიმალაის მარილი, ქართული თხილი“, – აცხადებენ ბრენდ „ვეგანურში“.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კომპანიას კარაქის სამი გემო აქვს, ესენია: ქართული თხილი, ქოქოსი და ნუში.

დეტალები უგლუტეინო, ჯანსაღი და დაბალკალორიული შოკოლადის კარაქის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ვეგანურის” ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები