LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ვიყავი პლასტიკური ქირურგი, ჩემი კლინიკა მქონდა, ქმარი, შვილი, აგარაკი… და უცებ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი მენგრევა“ – სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ემიგრანტის, მაია დვალაძის შთამბეჭდავი ისტორია

2588
მაია დვალაძე

ამერიკაში ცნობილი რესტორნის „ოდა ჰაუსის“ დამფუძნებელი, მაია დვალაძე, რომელიც დღეს უკვე თბილისში დაბრუნდა და საყვარელ საქმიანობას სამშობლოში განაგრძობს, natiatalks სტუმარია.

პლასტიკური ქირურგი და ახლა უკვე ცნობილი შეფმზარეული პოდკასტში იხსენებს იმ რთულ გზას რაც დღემდე განვლო და შთამბეჭდავი წარმატების ისტორიასაც გვიამბობს:

„საქართველოში ვიყავი პლასტიკური ქირურგი, ჩემი კლინიკა მქონდა. ქმარი, ოჯახი, შვილი, აგარაკი, სახლი მეგობრები. პარასკევი, შაბათი, კვირა – ტაში და მრავალჟამიერი, ორშაბათს ისევ „პახმელიაზე“ საოპერაციოში… ყველაფერი მქონდა, ქართული, ხალხური ცხოვრების რუტინა. უცებ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი მენგრევა და მენგრევა იცით როგორ? აბსოლუტურად ყველაფერი ინგრევა – მაშინ მივხვდი, რომ შენი არის მარტო ხელები, გული, თავი, ტვინი და არც შვილი, არც ქმარი, არც სახლი და კარი, არც მანქანა, შენი არ არის…

ვიფიქრე წავალ სადმე რესტორანში ვიმუშავებთქო, მეკითხებოდნენ ვინ ხარო და ვპასუხობდი პლასტიკური ქირურგითქო. არავის არ ავყავდი…

წავედი ჩავაბარე მანჰეტენზე კულინარიის მიმართულებით და გავხდი პროფესიონალი შეფი. დიპლომი არ მქონდა ჯერ აღებული და მირეკავს ჩემი მეგობარი, რომ ეძებენ ქართველ შეფსო. „ქასთინგზე“ მივედი, გავაკეთე ჩაქაფული, ჩემი ტორტი… ვისიც მოეწონათ ყველაფერში ვიყავი მე… უფროსმა იქვე ჩამომართვა ხელი და თქვენ აყვანილი ხართ სამსახურშიო, გავხდი შეფი.

მოხდა ისე, რომ ამ ბიჭმა გადადო ქართული რესტორნის გაკეთება. ამ დროს ჩემს ახლობელს ვჭირდებოდი ბრუკლინში…. ბრუკლინში დავიწყე სამსახურის ძებნა. მოვძებნე, მივედი ერთ-ერთ გასაქირავებელ ფართში და იქ ვთქვი, რომ მე ამისგან გავაკეთებ…“ – იხსენებს მაია დვალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები