LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამერიკელი მოხუცი, რომელმაც 19 თვეში ქართული ვალები გადაიხადა – მაია აქვავივა-დვალაძის ისტორია ემიგრაციაზე, წარმატებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე

554
მაია აქვავივა-დვალაძე

ამერიკაში ცნობილი რესტორნის „ოდა ჰაუსის“ დამფუძნებელი, მაია დვალაძე, რომელიც დღეს უკვე თბილისში დაბრუნდა და საყვარელ საქმიანობას სამშობლოში განაგრძობს, „არამარტო პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა ემიგრაციაზე, წარმატებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე.

„1500 დოლარი მქონდა კვირაში. ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ფაქტიურად, ჩემი ვალები… აი, მირიალი იყო ჩემი არქიფო სეთური რა. სულ მაგას ვიძახი, რომ არქიფომ გადაიხადა მთელი ჩემი ვალები. 

ყველა ადამიანი შემოდის შენს ცხოვრებაში და გადის რაღაც კონკრეტული მიზნით.

ის, რაც მოხდა 2007 წელს რომ წავედი და დავტოვე ეს ყველაფერი ხო, 2013 წელს რესტორანი რომ გავხსენი „ოდა“ მანჰეტენზე, ფაქტიურად გამოდის, ის იმიტომ მოხდა ჩემი წასვლა, რომ  აი ეს უნდა გამეკეთებინა. 

რომ ჩავედი, მირიალმა 19 თვეში, გაისტუმრა ჩემი ვალების 90%. დამრჩა ძალიან პატრა, მიზერი იმისი რომ უნდა გამესტუმრებინა“, – აცხადებს მაია აქვავივა-დვალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g