„არამარტო პოდკასტის“ სტუმარია, „დანიელი მეღვინეობის“ თანადამფუძნებელი, ეკა ჭვრიტიძე.
ჭვრიტიძემ პოდკასტში თავის საყვარელ საქმიანობაზე ისაუბრა:
„მაკდონალდს“ ხომ აქვს დრაივი, მე მინდა გუდის ყველის დრაივი სადმე, ვაკის პარკში, ან სადმე ეგეთ ადგილზე…
საქართველო მიყვარს ვგიჟდები და მაგიტომ ვაკეთებ, რომ ღმერთმა თითი არ დამიქნიოს მერე – „აი შენ მამაძაღლო, რომ იზარმაცეო“…
შევარდნაძის დროც რომ დაბრუნდეს, მე მაინც აქ ვიცხოვრებ…
ჯანღიანი თუშეთი მირჩევნია, ბერკლი-კალიფორნიებს, სუში-მუშებს და ტუნებს და რაღაც-რუღაცეებს… ბერდედის გაკეთებული გორდილა მირჩევნია…
წამოწოლილხარ „კუშეტკაზე“, კარგი ხვლიკისფერი დოლარებით გაძეძგილ ბალიშზე გიდევს თავი და წამოწექი ეკა…“
