LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება

65
gtewtete

“მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა,”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა.

ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს უკვე მიმართა 15-მა დაწესებულებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g