საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2%-ით, უფრო კონკრეტულად, ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9%-ით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4%-ით), ზეთი და ცხიმი (3.3%-ით), თევზეული (2.6%-ით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9%-ით), რძე, ყველი და კვერცხი (1%-ით), პური და პურპროდუქტები (0.7%-ით). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%).
- ჯანმრთელობის დაცვა – ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9%-ით. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3%) ქვეჯგუფებზე.
- ტრანსპორტი – ფასები შემცირდა 1.5%-ით. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.5%).