საქართველოში წუხელ 4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით, 02:36 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვემო ბოდბედან კი 8 კილომეტრში, 29 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.