მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo წყლის ფასის რეიტინგი განაახლა.
მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1.5 ლიტრიანი ბოთლით წყალი მსოფლიოში ყველაზე ძვირად – 2.51 დოლარად ბარბადოსში იყიდება, ყველაზე იაფად – 19 ცენტად კი ეგვიპტეში.
რეიტინგში მოხვედრილ 127 ქვეყანას შორის საქართველო 85-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1.5 ლიტრიანი შეფუთვით წყალი, საშუალოდ, 62 ცენტი ღირს.
როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მეზობელ ქვეყნებს შორის წყალი ყველაზე ძვირი სწორედ საქართველოშია, ყველაზე იაფი კი (35 ცენტი) – თურქეთში.