თურქული ავიაკომპანიები თურქეთ–საქართველოს შორის სიხშირეების რაოდენობას ზრდიან.
სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, Turkish Airlines 15 თებერვლამდე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე – კვირაში 7 სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლსა და თბილისს შორის სიხშირეების ზრდაზე განაცხადა თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მაც და ის, 11 თებერვლიდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა და შესაბამისად, ის ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდნენ, ქართულ საავიაციო ბაზარზე ნელ-ნელა ბრუნდებიან.