საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა იტალიასთან წაგებული მატჩის (17:28) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“ვულოცავ იტალიას გამარჯვებას. მან ჩვენზე უკეთესად ითამაშა. მაღალი დონის გუნდია. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, არაერთხელ გადავულოცეთ ბურთი მეტოქეს.
მინდა მოვუბოდიშო გულშემატკივარს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით – ფლორენციაში ბევრი ქართველი იყო და ისევე გვქომაგობდა, როგორც თბილისში.
ჩვენს გუნდს ასეთ ძლიერ ნაკრებებთან ტესტები სჭირდება საიმისოდ, რომ გაიზარდოს და საბოლოოდ მივიდეს იქამდე, საითკენაც ვისწრაფვით. ასეთი დონის მატჩები საჭიროა არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო დონეზეც”.
–
“გაძეტა დელო სპორტმა” იტალიისა და საქართველოს ტესტ-მატჩი მიმოიხილა და ნიშნისმოგებით აღნიშნა:
“საქართველოს ნაკრები მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობითა და რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ექვს ერში თამაშის ღირსია, თუმცა დავინახეთ, რომ ამისათვის ჯერ აშკარად მზად არაა.
ეს მატჩი ძალიან ჰგავდა 2003 წელს ჩატარებულ შეხვედრას. მაშინ 31:22 მოვიგეთ”.