LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია

Engine-Oil

2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მხვილი მომწოდებელი ირანია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,2018 წელს თვეებში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  (18,3 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებსაპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: ირანიდან – 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,45 ათასი ტონა, რუსეთი – 3,4 ათასი ტონა, გერმანია – 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა – 1, 0 ათასი ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი – 3,9 ათასი ტონა, თურქეთი – 3,0 ათასი ტონა, ირანი – 2,5 ათასი ტონა, გერმანია – 2.0 ათასი ტონა.

„შესაბამისად ირანი, რომელიც არ მიიჩნევა ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ  ქვეყნებს, როგორებიცაა: გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა.

2018 წელს  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101.8 ათასი ტონა, რაც 5.8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (96.0 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: თურქმენეთიდან – 57.2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი – 32.4 ათასი ტონა (31,8%), ეგვიპტე – 5.0 ათასი ტონა (4,9%), აზერბაიჯანი – 4.7 ათასი ტონა (4,6%), რუმინეთი – 2,5 ათასი ტონა (2,5%).

2018 წელს  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (104,1 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 98,9% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

2018 წელს საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (15,1 ათასი ტონა)”, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g