საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, ძალაში 29 მარტს შევა, ამის შესახებ „ტვიტერზე“ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი წერს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყება.
It is estimated that visa lib will enter into force on 29 march for #Georgia and 12 June for #Ukraine.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 9, 2017
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ევროპის პარლამენტმა მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.
საკითხის მომხრე 553 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.