LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქკაბელი“ ევროპული ბაზრისთვის ემზადება

151

„საქკაბელი“ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” შპს ”საქკაბელის” ხელმძღვანელმა ედიშერ მამალაძემ განუცხადა, საწარმო ევროპული ბაზრისთვის ემზადება.

„ვაპირებთ, ვაწარმოოთ ის, რაც ევროპის ბაზარს სჭირდება. ეს არის კაბელები, რომელიც არ შეიცავს ჰალოგენებს. უკვე შევისწავლეთ ევროპული ბაზარი და რაც მოთხოვნადია, იმის გამოშვებას ვგეგმავთ. ოპტიმისტური იქნება, თუ ევროპის ქვეყნებში შესვლას 2016 წლისთვის მოვახერხებთ”, – განმარტა კომპანიის ხელძღვანელმა.

„საქკაბელი“, საქართველოში კაბელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ყველა ქალაქში, მისივე კუთვნილ მაღაზიებში ხდება. ქართული კაბელები ექსპორტზე ამ ეტაპზე მხოლოდ სომხეთში გადის.

”საქკაბელის”  ქარხანა  1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. 2006 წლის ოქტომბრიდან  ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. კომპანია Sket-თან თანამშრომლობის შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, ასევე დამონტაჟდა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები