LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქკაბელის“ საწარმოზე მზის პანელები დამონტაჟდა

635
საქკაბელი

ზესტაფონში, „საქკაბელის“ საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, თიბისის მხარდაჭერით, მზის პანელები დამონტაჟდა.

500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგური, კომპანია „ჰელიოს ენერჯიმ“ დაამონტაჟა.

პროექტი ნეტო-აღრიცხვის პროგრამაშია ჩართული. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს.

პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში შემავალი კომპანიის – Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მომავალში ,,საქკაბელი” კიდევ ბევრ ეკო-გადაწყვეტილებებს,სიახლეებს და ინოვაციებს შესთავაზებს მომავალ და უკვე არსებულ ერთგულ მომხმარებლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g