LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ევროსასამართლოში დღეს გაიგზავნება

95

საქმე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნება. სარჩელს ევროსასამართლოში ცენტრი “ემპათია” გააგზავნის.  ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ – კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.

„ემპათიის“ ცნობით, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ქალაქ ცხინვალში პატიმრობისას აწამეს წამების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.

დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრ „ემპათია“ -ს მიერ მომზადდა და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება; ევროკონვენციის მე – 2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე – 3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე – 5 (თავისუფლების უფლება), მე – 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე – 13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები