2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1940.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5627.2 მლნ. აშშ დოლარი (7.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 3686.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.