LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა

63

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 608 მილიონი აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მილიონი აშშ დოლარი (14 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2071 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g