LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტი ”მაიქროსოფთ საქართველოსთან” ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე მუშაობს

139

„ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ – ამ სლოგანით წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება.

როგორც ”ფორტუნას” საქპატენტიდან აცნობეს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.

კამპანიის ფარგლებში საქპატენტმა ”მაიქროსოფთ საქართველოსთან” ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გაეცნენ.

როგორც საქპატენტში აცხადებენ, საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფილო დღე 26 აპრილს აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g