LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქპატენტის” ორგანიზებით საავტორო უფლებების შესახებ ტრეინინგი ტარდება

240

2017 წლის 20-22 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო “რადისონში”, ქართველი ჟრნალისტებისა და მოსამართლეებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ტრეინინგი ჩატარდება. ტრეინინგი ორგანიზებულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” მიერ, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით.

ტრეინინგს, საავტორო უფლებათა ასოციაციისა და „საქპატენტის“ წარმომადგენელთა გარდა, ჩაატარებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან სპეციალურიად მოწვეული მოსამართლეები, ბერნის დონალდი და ოლივერ შიონი.

ტრეინინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან როგორც საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების საკითხების სასამართლოს მიერ გადაწყვეტის გზებისა და მედიის მიერ გაშუქების მსოფლიო სტანდარტების შესახებ. ტრეინინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმსჯელონ საავტორო უფლებების სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g