LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტში „ნარჩვის“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მისაღებად სარეგისტრაციო პროცედურები დაიწყო

408
ნარჩვი

საქპატენტში სვანური ყველის „ნარჩვი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მისაღებად სარეგისტრაციო პროცედურები დაიწყო. რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტს განცხადებით ასოციაციამ „სვანური ნარჩვი“ მიმართა.

ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და თვისებები  მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სვანური ყველის „ნარჩვი“ დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„ნარჩვი“ არის ძროხის რძისგან დამზადებული, ინტენსიური არომატის მქონე ყველი, რომელსაც კარაქის მსგავსი ტექსტურა და თავიდან მოტკბო გემო აქვს. მას ერთი წლის განმავლობაში ხის ყუთში ინახავენ. ამ დროს ყველს თხილის გემო ემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g