LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტში სასაქონლო ნიშანი გასულ წელს 5200-მდე ახალმა მწარმოებელმა დაარეგისტრირა

137

2015 წელს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში 5200-მდე სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა.

როგორც ”ფორტუნას” საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 10%-ით მაღალია.

”კარგი ის არის, რომ ძირითადად ეს მოხდა ქართული, ადგილობრივი კომპანიების ხარჯზე. როცა სტატისტიკა გავშალეთ, ვნახეთ რომ უდიდესი წილი არის ქართული” – განაცხადა გოგილიძემ.

მისივე ინფორმაციით, მაგალითად თურქეთში ეს რიცხვი ყოველწლიურად 50 ათასს აჭარბებს.

”რა თქმა უნდა, ჯობს, რომ ჩვენთან მეტი იყოს. სასაქონლო ნიშანი არის პირდაპირი ინდიკატორი, რომელიც ახალი მწარმოებლების რიცხვს განსაზღვრავს” – აღნიშნა საქაპატენტის თავმჯდომარემ.

ერთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქპატენტში 420 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g