LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა

106
საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში თითქმის 92 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4% შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით (15.2%) გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9%).

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლება აღინიშნა შემდეგ დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g