LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი: 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 %-მდე შემცირდა

113
უმუშევრობის დონე

„2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა“, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლების ანგარიშში, რომელიც 2024 წლის III კვარტლის მონაცემებს მოიცავს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა.

„ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით (10.5%) და 225.7 ათასი შეადგინა.

2024 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15
წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0
პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 47.1 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში არ შეცვლილა და შესაბამისად 48.7 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g