საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 688 ათასით განისაზღვრა, რაც 10.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების 37.3 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
ვიზიტორების 38.4 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 14.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.7 პროცენტი – აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილებითაა წარმოდგენილი
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში და იმერეთის რეგიონში.
ვიზიტების უმრავლესობა (52.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა თითქმის 266 მილიონი ლარით, რაც 8.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.