2022 წლის ოქტომბერში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში მშენებლობა 8.2%-ით გაძვირდა.
საქსტატის თანახმად, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.7%-იანი ზრდით.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.2%-ითაა გაზრდილი.
ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4%-იანი მატებით.
2022 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები თებერვალთან და წინა თვესთან შედარებით.