LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძის მხარდასაჭერ აქციას “თეთრი ხმაურის მოძრაობაც” უერთდება

98

ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფი “თეთრი ხმაურის მოძრაობა”  ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას უერთდება.

“სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პროტესტის ჩახშობა დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის უკანასკნელი ნაპერწკლის ჩაქრობას ნიშნავს”, — წერს ჯგუფი ფეისბუკზე.

იმოქმედე დღეს სიმართლისთვის” – რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ. აქციაზე ასევე იმყოფება ზაზა სარალიძის დედაც.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დღეს პარლამენტის წინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შეუძლოდ დაკითხვისას გახდა. ექიმების გადაწყევტილებით, ის  დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები