LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სურთ” – ქვემო ქართლის TV4-მა მაუწყებლობა გათიშა

169
IMG_6347

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 -მა მაუწყებლობა გათიშა. პროტესტის ამ ფორმას არხის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათივე განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონულ მაუწყებელზე ზეწოლა გამწვავდა. არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გარკვეული ძალები მათ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აიძულებენ და საკადრო პოლიტიკაშიც ერევიან.

“გარკვეული ძალები ცდილობენ, ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში”, — წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არხის განცხადების თანახმად, მსგავსი რამ რამდენჯერმე მოხდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა, ამჯერად კი მათ პროტესტის ნინშად დროებით შეწყვიტეს მაუწყებლობა:

“ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს”.

TV4-ის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ “არიან პიროვნებები და ჯგუფები, ვისაც არ უნდა, რომ რეგიონში არსებობდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება”.

TV4 უკვე 21 წელია, მაუწყებლობს. არხის განცხადებით, არხზე დასაქმებულებს “ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან ჩვენ ვასრულებდით მედიატიორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო”, — წერია არხის განცხადებაში.

https://www.facebook.com/TV4.ge/videos/414073969343784/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g