LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნო სფერო შესაძლოა იმ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას ვერ შეძლებს – შოთა ბურჯანაძე

131
ipiccy_image

სარესტორნო სფერო ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი ექნებოდათ. ამ პრობლემის გამოსასწორებლად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სფერო იმ ვითარებაში აღმოჩნდება, როდესაც მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას ვერ შეძლებს. ბურჯანაძის განცხადებით, კადრების კუთხით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და შესაბამისად, სფეროს ფუნქციონირებისთვის, დამატებითი წინადადებები არსებობს, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებით, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ გადასახადებზე საუბარი. არ მინდა ამაზე რომ დავწვრილმანდე, თუ რა კუთხით არის ეს შესაძლებელი, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედია, რომ შედეგს მივაღწევთ”, – განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g