LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: ბრალი თუ არ მიგიძღვის და შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო

74
მიხეილ სარჯველაძე

„არ მგონია, რომ მერს თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმების ვალდებულება ეკისრებოდეს“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეკისრება თუ არა თბილისის მერს ვაკის პარკში მომხდარზე პასუხისმგებლობა.

სანდრო შელია: ორი მოწყობილობაა, რომლებიც ადგილზე უნდა იყოს, ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს და თუ პირს მომხდარში ბრალი არ მიუძღვის, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყოს:

„ტრაგედიიდან ერთი დღეა გასული და ადამიანურად ძნელია, რომ თუ ორგანიზმში ნატამალი სისხლი მაინც გაქვს, შეუძლებელია საღი პოზიციები ჩამოიყალიბო, ვიღაცები ცდილობენ ამ ცხელი ვითარების სათავისოდ გამოყენებას და ეს უზნეობაა. საღად შევაფასოთ, გაივლის დრო და შეგვეძლება რაღაცნაირად, ცივად მიუდგეთ ამ საკითხს და შევაფასოთ რამდენიმე საკითხი, ნებისმიერ პირთან მიმართებით ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობაზე.. თუკი აღმოვაჩენთ, რომ ვინმეს ბრალი მიუძღვის, ვისაც შეეძლო ეს ფატალური შედეგი აეცილებინა და ეს არ გააკეთა, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ არის კი კალაძესთან მიმართებით ასეთი წინაპირობა? არ მგონია.

ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს, ჩემთვის მაგალითად, ბრალი თუ არ მიგიძღვის, საერთოდ თუ შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო. ჩემი დამოკიდებულება ასეთი გახლავთ, მინიმალური მაინც უნდა იყოს ისეთი, რაც შეგეშალა.

ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ვინმეზე ნაკლები თანაგრძნობა მაქვს, მეტიც, ვინც ამ ცხელი ვითარების მერკანტილური პოლიტიკური მიზნებისთვის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, იმაზე ნაკლებად ემპათიური ვარ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩემზე მეტად ებრალებათ გოგონა, რომელიც დაიღუპა, ეს ასე არ არის და შეიძლება ნამდვილად პირიქით იყოს.

სამართლებრივი და ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის პირს ბრალი უნდა მიუძღოდეს, რაღაც დაშვებული შეცდომა უნდა ჰქონდეს, ეს აუცილებელი წინაპირობაა, სხვაგვარად პასუხისმგებლობა არ დგება.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ასე განვმარტავ: როცა სამართლებრივი არ არის, მაგრამ პოლიტიკური შეცდომა არსებობს ისეთი, რომლის არდაშვების შესაძლებლობაც ჰქონდა პოლიტიკოსს, რაც არ გააკეთა და შესაბამისად, მას ამაზე პასუხისგება უწევს. პასუხისგება დგება, როცა აკეთებ რაღაცას ისეთს, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ როცა ადამიანს საყვედურად ვეუბნებით, რომ რაღაც არ უნდა გაგეკეთებინა, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა და მე არ მგონია, რომ ქალაქის მერს თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს სათითაოდ, ვალდებულებად. არავინ დააყოვნებს პასუხისმგებლობას, იქ სადაც ეს პასუხსაგებია, მაგრამ ტყუილად პასუხისმგებლობასაც მხარს ვერ დავუჭერ“, – აცხადებს სარჯველაძე.

magti 5g