საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილით აშინებდა და ახლა, მისი პოლიტიკიდან გასვლა აშინებთ.
აღნიშნული განცხადებით სააკაშვილის ადვოკატი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დღეს სააკაშვილის რეპუტაცია და გავლენა იმ მასშტაბის აღარ არის, რომ მისმა პოლიტიკიდან წასვლამ დიდი ძვრები გამოიწვიოს.
„როგორც ჩანს სარჯველაძეა უფრო დიდი პოლიტიკური ფიგურა, სარჯველაძე ალბათ მოვლენაა, ფიგურა კი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის როგორც საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორი ისე გველაპარაკება. ეს არის სამარცხვინო. ადამიანს, რომელსაც მართლა აქვს ინტელექტუალური ლექსიკა, ეს ადამიანი გვევლინება, როგორც დამსჯელი პერსონა, შურისმაძიებელი.
ამ 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი იყო საფრთხობელა და თავიანთ ელექტორატს მობილიზაციას სააკაშვილის ფაქტორით უკეთებდნენ. აშინებდნენ ხალხს, რომ აი მოვა სააკაშვილი, თუ ჩვენ მხარს არ დაგვიჭერ და ეს საფრთხობელა როდესაც გადის თამაშიდან, აი ეგ აშინებთ ახლა, მერე რა ქნან არ იციან“. – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან
„საუბარია 14 თუ 15 დაავადებაზე, რომელთა მკურნალობა ვერ ხდება.. ამ ვითარებაში ყველაზე მთავარი საკითხი მისი სიცოცხლის გადარჩენაა“, - აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა – შალვა ხაჭაპურიძემ და ვალერი გელბახიანმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ ტოვებს.
თავად სააკაშვილის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, უცნობია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას უახლოეს მომავალში ყოფილი პრეზიდენტი თავად გააკეთებს.
ამავე თემაზე: