LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე: იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის

1046
გიული ალასანია

„ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა და დასძინა, რომ ამჟამად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ უფრო სწორი იქნება, თუ უკრაინას დაუბრუნდება.

„ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ.

თუ მოხდება ყველაფერი ისე, როგორც მე წარმომიდგენია ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მაშინ ალბათ საბოლოოდ… იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის.“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

“1 კილო კიდევ დაკლებული აქვს, ასე თუ გაგრძელდა, დიდ ხანს ვერ გაძლებს” – ალასანია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები