LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“1 კილო კიდევ დაკლებული აქვს, ასე თუ გაგრძელდა, დიდ ხანს ვერ გაძლებს” – ალასანია სააკაშვილზე

112
BeFunky-collage (4)

“ასე თუ გაგრძელდა მისი მდგომარეობა, დიდ ხანს ვერ გაძლებს,” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის შესაბამისი აქვს.

„სუსტად იყო. 1 კილო კიდევ დაკლებული აქვს. ასე თუ გაგრძელდა მისი მდგომარეობა, დიდ ხანს ვერ გაძლებს, ფსიქოლოგიური განწყობაც შესაბამისია, არაფერი კარგი…პოლიტიკაზე ჩვენ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ამ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ჩემ თვალწინ უკან-უკან მიდის, საკმაოდ ბევრია დიაგნოზი დასმული…“, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ სასჯელი პატიმრებისთვის არაერთხელ გადაუვადებიათ, თუმცა მისი შვილის შემთხვევაში ასე არ ხდება.

„ამაზე უარესი შემთხვევა არ არსებობს. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სასჯელი გადაუვადებიათ. სხვათა შორის, ძალიან მძიმე შემთხვევების დროსაც გადაუვადებიათ, მაგალითად, როცა ადამიანი ვთქვათ, მკვლელია და ა.შ.“, – განაცხადა ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g