LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, შეუძლებელია

95
BeFunky-collage (6)

„მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც მისი ადვოკატების მხრიდან ყველაფერი კეთდება. სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, ჰუმანურობა გამოიჩინოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმეა და არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ პოლიტიკაზე ვერ ფიქრობდეს.

მისივე განცხადებით, „ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა.“

„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან

„საუბარია 14 თუ 15 დაავადებაზე, რომელთა მკურნალობა ვერ ხდება.. ამ ვითარებაში ყველაზე მთავარი საკითხი მისი სიცოცხლის გადარჩენაა“, - აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

„ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? მისი ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მძიმე და არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.

თავიდან ბოლომდე მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან, სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც არის შეუძლებელი, ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა – შალვა ხაჭაპურიძემ და ვალერი გელბახიანმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ ტოვებს.

ამავე თემაზე:

მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მეათეხარისხოვანია პოლიტიკური კონტექსტი: ბაჩო დოლიძე

„ვკითხე, ქართული არხი სად არის-მეთქი, არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნაო, აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით“ – ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმეს.. ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები