LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვკითხე, ქართული არხი სად არის-მეთქი, არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნაო, აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით“ – ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

881
Untitled design (1)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქართული პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე საუბრობს.

როგორც სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება:

“იწვა, რამდენიმე წუთი წამოდგა, თავბრუ დაეხვა და დაწვა. საუბარი ძირითადად შეეხო ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის საკითხს. ასევე, როდის მივმართავთ სასამართლოს და რა ვადებთან არის ეს დაკავშირებული. რაც შეეხება პოლიტიკას, ტრადიციულად, ჩართული ჰქონდა უკრაინული არხები. ქართულ არხებს არ ადევნებს თვალს. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ როცა ვიყავი, რომ ვკითხე ქართული არხი სად არის-მეთქი, მე არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნა და თუ მოძებნით – უყურეო.

ის აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით. მე გავაგებინე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება. როდესაც შევდივარ, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოვლენებს მე ვაგებინებ. უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით საქმის კურსშია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამავე თემაზე:

ბოკერია სააკაშვილზე: ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს – აშკარა გახდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს და ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე – ედუარდ სააკაშვილი

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

„სინამდვილეში როგორ არ არის?!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

მანჯგალაძე: “ოცნება” 10 წელია სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას.. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.. არ განვსჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g