LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს წასასვლელი“ – კობახიძე

147
BeFunky-collage (5)

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა.

„თვითონ თავისი მილიონი პირველად უშოვია რუსეთში და ეტყობა რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს, ეს არის მისი საქმე. სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს წასასვლელი, მითუმეტეს, მანქანაც დაეწვა, რომლითაც საქართველოს შემოვლას გეგმავდა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, „34 კვირის შემდეგ ბიძინა წავა სახლში, მოსკოვში!“

34 კვირის შემდეგ ბიძინა წავა სახლში, მოსკოვში❗️

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ორშაბათი, 04 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები