LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაოებზე გასვლას მოქალაქეები ჯერჯერობით ისევ ვერ შეძლებენ

211
ჩაიკეტა

სააღდგომო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები, რაც სასაფლაოზე გასვლასაც ეხებოდა, ისევ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ნებადართული ისევ არ არის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისასვლელ გზებს პოლიცია გააკონტროლებს.

ხელისუფლება მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცეებში გადაადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აღდგომის მეორე დღეს, როიცა ქვეყანაში მიცვალებულთა დღეა, სასაფლაოები ჩაკეტილი იყო და გზას პოლიცია, რეგიონების ნაწილში კი შინაგანი ჯარი აკონტროლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები