LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

130
bfddd4a4563fdb7d72781f82cba549dc-XL (1)

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძრვება.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონის შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, აღკვეთის ღონისძების რომელ სახეს – პატიმრობას თუ გირაოს – მოითხოვენ გვარამიასთვის.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ – ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g