თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ამავე საქმეზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
შოთა ქარუმიძეს კი ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“