LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

115
გიორგი გახარია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕💬 „2021 წელს, როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამის…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ხუთშაბათი, 08 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g